X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზით იმგზავრებთ

4 ივლისი 2017

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 
სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება  ავტოტრანსპორტის  უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 019 564 მილიონ ლარს შეადგენს.